logo
ENG



ოცნებაში ბუნდესტაგის კრიტიკულ რეზოლუციასაც "შიდა საქმეებში ჩარევად" აფასებენ

10 ოქტ 202412:06
3 წუთის საკითხავი
 

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების შესახებ ბუნდესტაგის კრიტიკულ რეზოლუციას "საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას" უწოდებს.

მდინარაძე ირწმუნება, რომ საქართველოში ოპოზიციას "გარე აქტორები" ანაცვლებენ.

"რატომ ხდება ისე, რომ სიმართლის საპირისპიროდ რაღაც რეზოლუციები მიიღება. მეოთხე რეზოლუციაა უკვე, დაასანქცირეთ ივანიშვილოო და ამას მოჰყვება ახლა სამწუხაროდ, ბუნდესტაგის ეს ანტიქართული გადაწყვეტილება და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, თუ ის კენჭისყრის შედეგად ხმებს მიიღებს. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გამძაფრდება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და მით უფრო გამძაფრდება ცუდი, ნეგატიური განცხადებები იმიტომ, რომ ოპოზიცია საქართველოში აღარ არსებობს, არ არსებობს მათი როლი, გარდა იმისა, რომ ისინი დავალებებს ასრულებენ, რასაც ეუბნებიან, ამიტომ მოუწიათ გარე აქტორებს, ჩაანაცვლონ ქართული ოპოზიცია იმისათვის, რომ მათ ბარიერი მაინც გადალახონ"- ამბობს მდინარაძე. 

გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს, "საქართველოს ევროპული მომავლისთვის" უყრის კენჭს. როგორც ცნობილია, განხილვა თბილისის დროით 19:50 საათზე დაიწყება.

რეზოლუციაში ბუნდესტაგი მოითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ რუსული კანონი ძალაში იქნება.


close დახურვა